მიხეილ სარჯველაძე - ვაშაძე და ხაბეიშვილი ჩრდილოვან კაბინეტზე რომ საუბრობენ, არ შეიძლება, ამის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება გქონდეს
მიხეილ სარჯველაძე - ვაშაძე და ხაბეიშვილი ჩრდილოვან კაბინეტზე რომ საუბრობენ, არ შეიძლება, ამის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება გქონდეს

არ მინდა, ცინიკური ვიყო, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი პერსპექტივა არ აქვს, რომ მთავრობა დააკომპლექტოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა კითხვას, რომელიც ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნასთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას შეეხებოდა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ვაშაძე და ხაბეიშვილი რომ საუბრობენ ჩრდილოვან კაბინეტზე, არ შეიძლება, ამის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება გქონდეს.

„ვაშაძე და ხაბეიშვილი რომ საუბრობენ ჩრდილოვან კაბინეტზე, არ შეიძლება, ამის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება გქონდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მათი ნებაა და მათი მარკეტინგის ნაწილია. როცა მათი არასერიოზული დამოკიდებულება სკეპტიციზმს ბადებს, ამით უნდა აიხსნებოდეს მათი წარუმატებლობა შემდეგ არჩევნებზე, რომელიც შეიძლება მათ ელოდებოდეთ. საინტერესო იქნება მათი ხედვა, როგორ დააკომპლექტებდნენ მთავრობას. აღმოჩნდება, რომ რომელიღაც ნიღბის უკან იმალება მერაბიშვილი ან ისეთი ადამიანები, ვინც ციხეებში ქაოსს ატრიალებდნენ“, – განაცხადა სარჯველაძემ.