მიხეილ სარჯველაძე - უკრაინაში შექმნილი ვითარება არის კატასტროფა, რომელიც ომმა მოიტანა, მთელი მსოფლიო უნდა გამოფხიზლდეს და 21-ე საუკუნეში ასეთ მოვლენებს წინ აღუდგეს
მიხეილ სარჯველაძე - უკრაინაში შექმნილი ვითარება არის კატასტროფა, რომელიც ომმა მოიტანა, მთელი მსოფლიო უნდა გამოფხიზლდეს და 21-ე საუკუნეში ასეთ მოვლენებს წინ აღუდგეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უკრაინაში ილახება ყველა ფუნდამენტური უფლება – სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება დგას უზარმაზარი საფრთხისა და ზიანის წინაშე.

როგორც ჟურნალისტებს სარჯველაძემ განუცხადა, უკრაინაში შექმნილი ვითარება არის კატასტროფა, რომელიც ომმა მოიტანა.

„არსებობს ცნობილი გამონათქვამი – ომის დროს კანონები სდუმან, სამწუხაროდ, ასეთ რამესთან გვაქვს საქმე – მთელი მსოფლიო უნდა გამოფხიზლდეს და 21-ე საუკუნეში ასეთ მოვლენებს წინ აღუდგეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.