მიხეილ სარჯველაძე - თვითმმართველობის არჩევნებში ერთი პროცენტის აღების შემთხვევაშიც კი ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება
თვითმმართველობის არჩევნებში ერთი პროცენტის აღების შემთხვევაშიც კი ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის ირგვლივ ცნობილია. მაგალითად, იმ დებულებიდან, როდესაც ითქვა კონკრეტულად, რომ ერთი პროცენტის აღების შემთხვევაშიც კი არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები და ეს აბსოლუტურად სწორია. ეს არის სწორი იმდენად, რამდენადაც საკითხის ის გადაწყვეტაა, რომელსაც გვთავაზობს ჩვენი კონსტიტუცია. სხვა არაფერს არ შეიძლება ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდეს ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სარჯველაძემ.