მიხეილ სარჯველაძე - ტექნიკური მთავრობა სამართლებრივად არის აბსურდი, რადგან არათავსებადია კონსტიტუციურ წესრიგთან, ამ საკითხზე შემდგომი დისკუსია გამართლებული არ არის
მიხეილ სარჯველაძე - ტექნიკური მთავრობა სამართლებრივად არის აბსურდი, რადგან არათავსებადია კონსტიტუციურ წესრიგთან, ამ საკითხზე შემდგომი დისკუსია გამართლებული არ არის

ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნა არც ერთი თვალსაზრისით გამართლებული არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სამართლებრივი თვალსაზრისით არის ნონსენსი და აბსურდი, რადგან არათავსებადია კონსტიტუციურ წესრიგთან და ამ საკითხზე შემდგომი დისკუსია გამართლებული არ არის.

„ეს მოთხოვნა ქვეყნის საჭიროებას რამდენად ესადაგება? – კონსტიტუციურად დასაშვებიც რომ იყოს, ქვეყანაში ასეთი მოდელით პოლიტიკის განვითარება რამდენად გამართლებული იქნება? როცა სახელმწიფოს რეფორმების გატარებისთვის ექვსი თვე აქვს დარჩენილი და საზოგადოებას ასე დრამატულ სცენარებს სთავაზობ, ეს შესაძლოა თავად სახელმწიფოს საწინააღმდეგო იყოს. არანაირი არგუმენტი არ არის ერთის გარდა, რომ ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, არამედ მათსავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებს, რომელთა მთავარი პრიორიტეტია ხელისუფლების ხელში აღება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.