მიხეილ სარჯველაძე - შეზღუდვების დაუშვებლობაზე ზოგადი საუბარი უპასუხისმგებლობაა, კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძიებები არის მთელი მსოფლიოს პრაქტიკა
მიხეილ სარჯველაძე - შეზღუდვების დაუშვებლობაზე ზოგადი საუბარი უპასუხისმგებლობაა, კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძიებები არის მთელი მსოფლიოს პრაქტიკა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შეზღუდვების დაუშვებლობაზე ზოგადი საუბარი უპასუხისმგებლობაა.

სარჯველაძის თქმით, შეზღუდვების დაწესება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ახსნილია.

ამასთან, სარჯველაძე განმარტავს, რომ კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძიებები მთელი მსოფლიოს პრაქტიკაა.

„მიდგომა, რომ შეზღუდვების დაწესება უფლებებს ზღუდავს, და ამის საწინააღმდეგოდ გაკეთებული მოწოდებები, სამარცხვინოა. შეზღუდვების დაწესება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ახსნილია. ყოველდღიურად აუცილებელია კონკრეტული შეზღუდვის თანაბარზომიერებისა და პროპორციულობის შეფასება, მაგრამ ზოგადი საუბარი, რომ დაწესებული შეზღუდვები რამე ფორმით დაუშვებელია, უპასუხისმგებლობა და არაეთიკურია. კოვიდის საწინააღმდეგო მოქმედებები და ღონისძიებები მთელი მსოფლიოს პრაქტიკაა. უფლებების შეზღუდვის ერთადერთი ტესტი მართლზომიერების დადგენაა, თუ რამდენად პროპორციული და თანაზომიერია სხვა ღირებულების დასაცავად. ასეთია ცივილიზებული სამყაროს ხედვა“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.