მიხეილ სარჯველაძე - შეთანხმების შეცვლაზე საუბარი არ არის, ის ითვალისწინებს ამნისტიის გამოცემას
მიხეილ სარჯველაძე - შეთანხმების შეცვლაზე საუბარი არ არის, ის ითვალისწინებს ამნისტიის გამოცემას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ამნისტიის გამოცემა შეთანხმების ნაწილია.

სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ამნისტიის საკითხის გათხოვნაზე საუბარი სწორი არ არის.

„არ მგონია, სწორი იყოს, ვინაიდან ამნისტიის გამოცემა ეს არის ერთი დიდი შეთანხმების ნაწილი. არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ, მაშინ როდესაც გვაქვს შესასრულებელი ის შეთანხმება, რომელზეც ვსაუბრობთ ახლა. ვერ გეტყვით, რით შეიძლება აიხსნას ახლა მელიას პოზიციის მეტამორფოზა. ეს დიდი ხანია, შეთავაზებულია, გირაო სიახლე არ არის. შეთანხმების შეცვლაზე ამ წუთას საუბარი არ არის, შეთანხმება ითვალისწინებს ამნისტიის გამოცემას“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მიმართავს ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. მელია მათ მოუწოდებს, „არ მიიღონ მონაწილეობა ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რასაც 20 ივნისის გავრილოვის ღამის ამნისტია ჰქვია“.

ამასთან, ნიკა მელია სთხოვს ოპოზიციას და მიმართავს დოკუმენტზე ხელმომწერ „ქართულ ოცნებასაც“, გაითხოვონ ამნისტიის საკითხი და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, იღებს სრულ პასუხისმგებლობას, დათანმხდეს ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს.