მიხეილ სარჯველაძე - საზღვარი უნდა კონტროლდებოდეს ზუსტად ისე, როგორც დღეს კონტროლდება, უმჯობესია, თუ ვინმე რეალურად დაინტერესებულია ამ საკითხებით, მოქმედ კანონმდებლობას გაეცნოს
მიხეილ სარჯველაძე - საზღვარი უნდა კონტროლდებოდეს ზუსტად ისე, როგორც დღეს კონტროლდება, უმჯობესია, თუ ვინმე რეალურად დაინტერესებულია ამ საკითხებით, მოქმედ კანონმდებლობას გაეცნოს

საქართველოს საზღვარი უნდა კონტროლდებოდეს ზუსტად ისე, როგორც დღეს კონტროლდება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის განმარტებით, საქართველოში შემოსული მოქალაქეების რაოდენობასთან ერთად, საუბარი უნდა იყოს აქედან გასული მოქალაქეების რაოდენობაზეც, რაც ცვლის შეფასებისთვის აუცილებელ მოცემულობებს.

მისივე თქმით, უმჯობესი იქნება, თუ აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული პირები კანონმდებლობას გაეცნობიან.

„საზღვარი უნდა კონტროლდებოდეს ზუსტად ისე, როგორც დღეს კონტროლდება. იმ კანონმდებლობას ვგულისხმობ, რომლითაც რეგლამენტირებულია საკითხები, რომლებიც საზღვარზე მიგრაციული ნაკადების მართვასთანაა დაკავშირებული. ბოლო პერიოდია, გვესმის ბევრი მანიპულირებული სტატისტიკაც, როდესაც ხელაღებით საუბრობენ რაღაც რაოდენობით შემოსულ მოქალაქეებზე გარკვეული სახელმწიფოებიდან და იქვე არ საუბრობენ მაგალითად, აქედან გასულ რაოდენობაზე, რომელიც თვისობრივად ცვლის შეფასებისთვის აუცილებელ მოცემულობებს და სხვადასხვაა. ამიტომ უმჯობესია, ალბათ თუ ვინმე რეალურად დაინტერესებულია ამ საკუთხებით, მოქმედ კანონმდებლობას გაეცნოს და აღმოაჩენს, რომ დღეს საქართველოს აქვს საკმაოდ მაღალი დონის კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს საზღვართან დაკავშირებულ საკითხებს“, – განაცხადა სარჯველძემ.