მიხეილ სარჯველაძე - სასამართლოსთან რაც ვიხილეთ, ყველაფერი იყო, გარდა მშვიდობიანი აქციისა
მიხეილ სარჯველაძე - სასამართლოსთან რაც ვიხილეთ, ყველაფერი იყო, გარდა მშვიდობიანი აქციისა

სასამართლოსთან რაც ვიხილეთ, ყველაფერი იყო, გარდა მშვიდობიანი აქციისა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ საქალაქო სასამართლოსთან დღეს გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილი იყო დესტრუქცია.

„იმის მცდელობის მიუხედავად, თითქოს დაპირისპირება ვიღაცის დროშის ფრიალს მოჰყვა, ყველაფერს პირდაპირ ეთერში ვადევნებდით თვალს და ყველაფერი უდავოა. რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეძლო, ეს ყველაფერი აღეკვეთა. იყო გზის გადაკეტვის ხელოვნური მცდელობა, თითქოს ეს ობიექტურად აუცილებელი იყო. ან როდესაც ვისმენთ, რომ პირობა ჰქონდათ დადებული გორში აქციის გამართვის თავშეკავებაზე, თორემ, თბილისში გამართვაზე პირობა არ დაუდიათ. ნათელია, რომ ყველაფერ ამისგან თავშეკავების შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ არ ჰქონდათ ამის სურვილი. სურდათ დესტრუქცია და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ყველაფერზე იყოს საუბარი, გარდა იმ ბრალდებისა, რაც სამართლებრივი თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.