მიხეილ სარჯველაძე - საქართველოსთვის აბსოლუტურად არათავსებადია ქსენოფობიის ნებისმიერი გამოვლინება, საზოგადოება შეცდომაში არ უნდა იყოს შეყვანილი, ქსენოფობია არ უნდა გაღვივდეს
მიხეილ სარჯველაძე - საქართველოსთვის აბსოლუტურად არათავსებადია ქსენოფობიის ნებისმიერი გამოვლინება, საზოგადოება შეცდომაში არ უნდა იყოს შეყვანილი, ქსენოფობია არ უნდა გაღვივდეს

საქართველოსთვის აბსოლუტურად არათავსებადია ქსენოფობიის ნებისმიერი გამოვლინება. საზოგადოება შეცდომაში არ უნდა იყოს შეყვანილი და ქსენოფობია არ უნდა გაღვივდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ოპონენტების კომენტარები და განცხადებები არის მანიპულიანტური. საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წარადგინოს საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა, რა საკვირველია, ეს არასწორია. მნიშვნელოვანია, ყურადღება არსებულ ინფორმაციაზე გავამახვილოთ, რაც იმის საფუძველს გვაძლევს, ვთქვათ, რომ საქართველოში არავითარ ისეთ დრამატულ მოვლენებს არ აქვს ადგილი, რაზეც ვინმეს საფუძველი აქვს იმის თქმის, რომ ქვეყანაში რაღაც დრამატული სცენარები ვითარდება. ოპონენტები გამოქვეყნებულ სტატისტიკას ეყრდნობიან, მანიპულაციის მცდელობაა, როცა არ არის ახსნილი ის, თუ რამდენმა ტურისტმა დატოვა ქვეყანა, რა კატეგორიის ტურისტები არიან და ა.შ. ამ თემაზე სერიოზული საუბარი არ ღირს, როცა ისეთი სახით არის შემოთავაზებული ინფორმაცია, როცა ცდილობენ, რომ ამ შემთხვევაში გააღვივონ ჰომოფობიური ნიადაგი. ეს ძალიან მავნე ტენდენცია შეიძლება, იყოს და ამისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, დარღვევას თუ ექნება ადგილი, ამას რეაგირება და სამართლებრივი შედეგი უნდა მოჰყვეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებაში ჰომოფობიური და დისკრიმინაციული განწყობები უნდა გაღვივდეს.

„საქართველოსთვის აბსოლუტურად არათავსებადია ქსენოფობიის ნებისმიერი გამოვლინება. საზოგადოება შეცდომაში არ უნდა იყოს შეყვანილი და ქსენოფობია არ უნდა გაღვივდეს. არ შეიძლება, კონფლიქტები ვასაზრდოოთ და საზოგადოებაში კონფლიქტები არ უნდა დაიბადოს. თუ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკეულ გადაცდომას ადგილი აქვს, სამართლიანად მშვიდობიანი გზებით ნებისმიერი კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლებლობა გვაქვს. ქსენოფობისთვის ცივილიზებულ სამყაროში ადგილი არ არის. მთავარი მანკიერი ტენდენცია, რომელიც დანახულია და ღმერთმა ქნას გვეშლებოდეს, ეს არის მცდელობა იმის, რომ ამ შემთხვევაში, სახელმწიფოში გააღვივონ ქსენოფობიური განწყობები, რაც არის სამწუხარო. როცა საუბარია იმაზე, რომ მაღაზიაში ადამიანს ქართულად არ ელაპარაკებიან, ეს არის კონკრეტული დარღვევა, ამას სჭირდება რეაგირება. არ შეიძლება, გავაღვივოთ და ხელი შევუწყოთ ქვეყანაში აგრესიული განწყობების შექმნას. თვითგასამართლების შემთხვევა უნდა იყოს გამორიცხული, რადგან ეს არის კონფლიქტი არასამართლებრივი გზებით. ეს არ შეიძლება და კატეგორიულად მიუღებელია. თუ სადმე რამე დარღვევას ადგილი აქვს, ამას რეაგირება და სამართლებრივი შედეგი უნდა მოჰყვეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამასთან საბრძოლველად საზოგადოებაში ჰომოფობიური და დისკრიმინაციული განწყობები გავაღვივოთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.