მიხეილ სარჯველაძე - საჯარო ფორმატში მოლაპარაკებების გამართვასთან დაკავშირებით მოწოდებებით გამოსვლა აუცილებელი არ არის
მიხეილ სარჯველაძე - საჯარო ფორმატში მოლაპარაკებების გამართვასთან დაკავშირებით მოწოდებებით გამოსვლა აუცილებელი არ არის

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა.

საუბარია განცხადებაზე, სადაც გახარია ამბობს, რომ დაბალანსებული საკრებულოების მიზნით, სთავაზობენ „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს და მზად არიან, უპირობოდ მხარი დაუჭირონ ნებისმიერ შერჩეულ კანდიდატს.

სარჯველაძე მიიჩნევს, რომ საჯარო ფორმატში მოლაპარაკებების გამართვასთან დაკავშირებით მოწოდებებით გამოსვლა აუცილებელი არ არის.

„ასეთი დაუსაბუთებელი ბრალდებებით შორს ვერ წავა ვერც ერთი პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა. უმჯობესია, თუ რაიმე სათქმელია, კონკრეტული ფაქტების თაობაზე ისაუბრონ. რაც შეეხება საჯარო ფორმატში მოლაპარაკებების გამართვას, მგონი, ამის საჭიროება არ არსებობს. იქ, სადაც კონკრეტული მოლაპარაკების საჭიროება იარსებებს, ეს ხილულად და მარტივად მოხდება, მაგრამ აუცილებელი არ არის ასეთი მოწოდებებით გამოსვლა რაღაც ქულების დასაწერად.

სამი მუნიციპალიტეტია, სადაც გარკვეულ თემებზე კონსულტაციები აუცილებელი იქნება და რეალურად, ამას მუნიციპალიტეტის ინტერესების გათვალისწინებით თავისუფლად მოახერხებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ადგილებზე, რაც იქნება აუცილებელი კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.