მიხეილ სარჯველაძე - საგამოძიებო კომისიის ფარგლებში თუ დადგინდებოდა დარღვევების ერთპროცენტიანი გავლენა არჩევნების შედეგებზე, თანახმა ვიყავით, დაგვეკმაყოფილებინა ოპოზიციის მოთხოვნა
მიხეილ სარჯველაძე - საგამოძიებო კომისიის ფარგლებში თუ დადგინდებოდა დარღვევების ერთპროცენტიანი გავლენა არჩევნების შედეგებზე, თანახმა ვიყავით, დაგვეკმაყოფილებინა ოპოზიციის მოთხოვნა

უმრავლესობის დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებიტ დაუსაბუთებელი განცხადებების გამო, ხელისუფლებამ ყველანაირი კითხვის მოსახსენლად ოპოზიციას საგამოზიებო კომისიის შექმნა შესთავაზა.

სარჯველაძის თქმით, ასევე აღინიშნა, რომ თუ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დადგინდებოდა ერთპროცენტიანი ცდომილება, თანახმა იყვნენ ოპოზიციის მოთხოვნის შესრულებაზე.

„როდესაც ჩვენ ვხედავდით საზოგადოებაში და პოლიტიკურ პარტიებს შორის დისკუსიას, დაუსაბუთებელ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა, ჩვენი სურვილი იყო, ამ თვალსაზრისით არავითარი კითხვის ნიშანი არ დაეჩენილიყო. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც იქნა შეთავაზებული საგამოძიებო კომისიის შექმნა, აღჭურვილი ყველა იურიდიული და ფაქტობრივი შესაძლებლობით, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს.

აქედან გამომდინარე, თუ დადგინდებოდა, რომ ერთი პროცენტის ფარგლებს ზემოთ შეიძლება გავლენა ჰქონოდა დარღვევებს, რომლებიც არსებობდა, მაგალითად, კენჭისყრის დღეს ან სხვა ნებისმიერ დარღვევას, ბუნებრივია, ჩვენ თანახმა გახლდით, დაგვეკმაყიფილებინა ოპოზიციის მოთხოვნა. ოპოზიცია ამ კონფიგურაციით პროცესში არ მონაწილეობს. ეს მაინც გვავალდებულებს, რომ პროცესები კონსტრუქციულად წარიმართოს, იყოს სწორ კალაპოტში ჩაყენებული, თუ საზოგადოებაში მსგავსი კითხვები არსებობს, ერთხელ და სამუდამოდ ყველანაირი სპეკულაციის მიზეზი აღმოიფხვრას“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.