მიხეილ სარჯველაძე - საარჩევნო რეფორმა, კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით, წინგადადგმული ნაბიჯია
მიხეილ სარჯველაძე - საარჩევნო რეფორმა, კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით, წინგადადგმული ნაბიჯია

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმა, კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით, წინგადადგმული ნაბიჯია.

მისი თქმით, ისეთი მოლოდინიც არ უნდა იყოს, რომ დესტრუქციული ძალებისგან გამოირიცხოს ფაქტების დამახინჯება და დესტრუქციული ქმედებები.

„საარჩევნო რეფორმა, კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით, წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ისეთი მოლოდინიც არ უნდა გვქონდეს, რომ დესტრუქციული ძალებისგან გამოვრიცხოთ ფაქტების დამახინჯება, დესტრუქციული ქმედებები. მათ მიმართ ასეთი ილუზია არ მაქვს, მაგრამ ობიექტურად რომ ვთქვა, ეს არის უკეთესი კანონმდებლობა“, – განაცხადა სარჯველაძემ.