მიხეილ სარჯველაძე - საარჩევნო ბარიერის შეთავაზებას საცდურად მოიხსენიებენ, თუ განხეთქილების ვაშლად, ეს საკითხი განსახილველია
მიხეილ სარჯველაძე - საარჩევნო ბარიერის შეთავაზებას საცდურად მოიხსენიებენ, თუ განხეთქილების ვაშლად, ეს საკითხი განსახილველია

საარჩევნო ბარიერის შეთავაზებას საცდურად მოიხსენიებენ, თუ განხეთქილების ვაშლად, ეს საკითხი განსახილველია – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა, რომელიც ოპოზიციური პარტიების შეფასებებს გამოეხმაურა.

დეპუტატს მიაჩნია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის უპირატესობის მხარეებზე შეიძლება დისკუსია მიმდინარეობდეს.

„თითოეულ ამ საკითხზე არჩევანის გაკეთება უნდა მოხდეს მთავარ ღირებულებაზე, რა იქნება უკეთესი ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის“, – დასძინა სარჯველაძემ.