მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილისგან მოვისმინეთ ბევრი ისეთი მოსაზრება, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, სინამდვილეს არ შეეფერება
მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილისგან მოვისმინეთ ბევრი ისეთი მოსაზრება, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, სინამდვილეს არ შეეფერება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილისგან ბევრი ისეთი მოსაზრება მოისმინეს, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, მეორე მხრივ კი, სააკაშვილის განცხადებები არასრულ და მოდელირებულ სინამდვილეს სახავდა.

„სასამართლოსთან დაკავშირებით მისი შეფასება იყო, როგორც ხელისუფლების მხრიდან დაშვებული შეცდომა და ეს თითქოს ისე მოინათლა, უფრო უკეთესი რატომ არ გაკეთდაო. სინამდვილეში, აბსოლუტურად ხელოვნურად იყო შექმნილი მართლმსაჯულების მახინჯი სისტემა, როდესაც აღმასრულებელ ხელისუფლებას მართლმსაჯულება ფუნქციურად გაუქმებული ჰქონდა. ასეთი იყო დამოკიდებულება და ასეთი სისტემა ხელოვნურად და გამიზნულად შეიქმნა. შერბილებულ ტონებში ამის მოხსენიება არ ნიშნავს, რომ ამას ვინმე დაეთანხმება და გაიზიარებს.

მოქალაქეების და სასამართლოსთვის მიმინდვია იმის შეფასება, 7 ნოემბრის აქციის და „იმედის“ დარბევა მართლაც მხოლოდ შს მინისტრის გადაწყვეტილება იყო და ამის თაობაზე მიხეილ სააკაშვილმა ინფორმაცია მხოლოდ როგორც მაყურებელმა მიიღო თუ არა. რამდენად დამაჯერებელია ამის მტკიცება, საზოგადოებისთვის და სასამართლოსთვის მიმინდვია, მაგრამ არ მგონია, რომ ამის მტკიცებას დიდი პერსპექტივა ჰქონდეს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

7 ნოემბრის საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა, რომელსაც აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა.