მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილის განცხადება შეიძლება, განვიხილოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებლური საქმიანობის დასტურად, მოწადინებული არიან, შეიქმნას ომის საფრთხე, ომის პარტიასაც ამიტომ ვარქმევთ
მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილის განცხადება შეიძლება, განვიხილოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებლური საქმიანობის დასტურად, მოწადინებული არიან, შეიქმნას ომის საფრთხე, ომის პარტიასაც ამიტომ ვარქმევთ

რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მოწადინებული, მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე აქ შექმნას ომის საფრთხე, ომის პარტიასაც იმიტომ ვარქმევთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც: „იგეგმება პროვოკაცია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან, რაც დაბრალდება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებს, რის შემდეგაც რუსეთის მთავრობა მოსთხოვს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და საქართველოს მთავრობა მზად იქნება, გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი, ამავე დროს, გაანეიტრალოს ოპოზიციის საქმიანობა“.

სარჯველაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მავნებლურ საქმიანობას ეწევა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა წინ აღუდგნენ საქართველოში ბრუტალური გეგმების განხორციელებას.

„სამწუხაროდ, ეს შეიძლება, განვიხილოთ როგორც დასტური იმისა, რაოდენ მავნებლურია დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა, რასაც ვამბობ ამდენი ხანია, რომ რეალურად, ეს ხალხი არის მოწადინებული, მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე, აქ შექმნას ომის საფრთხე და ომის პარტიასაც იმიტომ ვარქმევთ. ამის ნათელი დადასტურებაა, უბრალოდ ამას გაასაღებენ შემდეგ როგორც რეალობას ობიექტურად შეფასებულს და არა მათ მიერ ინსპირირებულს. ყველა შემთხვევაში, ეს ძალიან ცუდი მოვლენაა, ადასტურებს იმას, რომ ეს არის ხალხი, რომელიც რეალურად გაწყობილია საქართველოში ომის დასაწყებად. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მათ შორის ხელისუფლებამაც, ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომლისთვისაც ეს მისაღები არაა, მათ შორის საზოგადოებამაც, რომ წინ აღვუდგეთ ასეთი ბრუტალური გეგმების განხორციელებას საქართველოში, როგორიც არის ამ შემთხვევაში საქართველოში პოლიტიკური პარტიის არსებობა, რომლის მიზანი და ამოცანაა საქართველოში საომარი საფრთხის გაჩენა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.