მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილი ცდილობს, სამართლებრივ პასუხისმგებლობას წინ აღუდგეს პოლიტიკური ან საზოგადოებრივი მოძრაობის შედეგად
მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილი ცდილობს, სამართლებრივ პასუხისმგებლობას წინ აღუდგეს პოლიტიკური ან საზოგადოებრივი მოძრაობის შედეგად

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, იმ ფონზე, როცა მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება და უკვე დამდგარია განაჩენებიც, რელევანტური იქნებოდა, მას სამართლებრივი არგუმენტებით ებრძოლა.

სარჯველაძის თქმით, სააკაშვილი ცდილობს, სამართლებრივ პასუხისმგებლობას წინ აღუდგეს პოლიტიკური ან საზოგადოებრივი მოძრაობის შედეგად.

„მთავარი შეცდომა, რომელსაც უშვებს სააკაშვილი ასეთი ტიპის ინიციატივების წამოწყებისას გახლავთ ის, რომ ის სამართლებრივი თავლსაზრისით პასუხისმგებელია კონკრეტული დანაშაულის ჩადენისთვის, მიმდინარეობს სამართალწარმოება და უკვე დამდგარია განაჩენებიც. ამ ფონზე რელევანტური იქნებოდა სამართლებრივი არგუმენტებით ბრძოლა. როგორც ჩანს, სააკაშვილისთის ეს არ არის მთავარი საკითხი და ის ცდილობს, სამართლებრივ პასუხისმგებლობას წინ აღუდგეს პოლიტიკური ან საზოგადოებრივი მოძრაობის შედეგად და არა სამართლებრივი არგუმენტების გამოყენებით“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ უმჯობესი იქნება, მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფმა იმუშაოს.