მიხეილ სარჯველაძე - როგორი იქნება ცალკეული პარტიების გადაწყვეტილება, ამის პროგნოზირება რთულია, რადგან ხშირ შემთხვევაში მათი გადაწყვეტილებები ლოგიკას არ ექვემდებარება
მიხეილ სარჯველაძე - როგორი იქნება ცალკეული პარტიების გადაწყვეტილება, ამის პროგნოზირება რთულია, რადგან ხშირ შემთხვევაში მათი გადაწყვეტილებები ლოგიკას არ ექვემდებარება

გადაწყვეტილება როგორი იქნება ცალკეული პარტიების, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, რადგან ხშირ შემთხვევაში მათი გადაწყვეტილებები ლოგიკას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე გამოეხმაურა ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრ​ის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ „ლელო“ აგრძელებს ბრძოლას, რათა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, „ქართული ოცნების“ მხრიდან პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, პარტია დატოვებს პარლამენტს.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, არიან პარტიები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად რაც ყველაზე დესტრუქციული იქნება, იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„რაც შეეხება არჩევნების შედეგების დალოდებას, იმ პირობებში, რა პირობებშიც ამჟამად ვცხოვრობთ, რა თქმა უნდა, ასეთი კატეგორიულად მოთხოვნის უფლება ვფიქრობთ, რომ არც ერთ შემთხვევაში, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას ნამდვილად არ აქვს „ქართული ოცნებისგან“, რომ რეზულტატთან იყოს არჩევნების დანიშვნა მიბმული. აქვე მინდა ვთქვა და დავამშვიდო, რომ 43%-თან დაკავშირებით არ მგონია, რამე სირთულე გაჩნდეს და ის ჰიპოთეტურად ნათქვამი, თუნდაც მცირე მხარდაჭერის შემთხვევაში არ იქნება ასეთი გადაწყვეტილება მიღებული, ეს ლოგიკის ასახსნელად იყო გაკეთებული და არა იმიტომ, რომ ვინმე ნაკლებ მხარდაჭერას ელის. ეს იმ ლოგიკას ხსნის, უბრალოდ არავითარი საფუძველი არ არსებობს მოთხოვნის დაყენებისთვის, რომ მხარდაჭერაზე მიბმული იყოს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი, უბრალოდ ამას სამართლებრივი წინაპირობა და საფუძველი არ გააჩნია, რადგან ეს როდესაც იყო მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული, რომელიც მოაზრებული იყო, რომ პოლარიზაციის ხარისხის შესამცირებლად, არ აღმოჩნდა პროდუქტიული და პირიქით, კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში“, – განაცხადა სარჯველაძემ.