მიხეილ სარჯველაძე - როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიციის სურვილია დესტრუქცია და შესაძლებლობების შეკვეცა, რომ 12 პუნქტი სრულფასოვნად შესრულდეს
მიხეილ სარჯველაძე - როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიციის სურვილია დესტრუქცია და შესაძლებლობების შეკვეცა, რომ 12 პუნქტი სრულფასოვნად შესრულდეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან, 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ალტერნატიული პროცესის დაწყება არის აბსურდი.

„ოპოზიციას თუ უნდოდა, დაეზიანებინა 12 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესი, ის უნდა გაეკეთებინა, რასაც ახლა აკეთებს, რადგან ამ პუნქტებზე მუშაობა გულისხმობს ერთობლივი მუშაობის წარმართვას. ხელისუფლებამ სამუშაო ჯგუფების სახით ყველა კარი გახსნა. დეპოლარიზაცია ნიშნავს პოლუსების გაფერმკრთალებას, ოპოზიცია კი, პოლუსების არსებობას უფრო მკაფიოს ხდიან“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე განმარტებით, ოპოზიციის მხრიდან ეს არ არის არც კეთილსინდისიერი და არც სწორი დამოკიდებულება.

„უცნაურ მდგომარეობაში აღმოიჩინეს თავი, როცა ფიქრი დაიწყეს ალტერნატიულ გეგმებსა და ფორმატებზე, იმის ნაცვლად, რომ სამუშაო ჯგუფებში შემოსულიყვნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მათი სურვილია დესტრუქცია და შესაძლებლობების შეკვეცა, რომ 12 პუნქტი სრულფასოვნად შესრულდეს. როგორც ჩანს, ეს არის რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციული გეგმა“, – განუცხადა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს.