მიხეილ სარჯველაძე - ქვეყნის დამოუკიდებლობის პირობებში ასეთი მშვიდი და თანაბარ პირობებში წარმართული წინასაარჩევნო პერიოდი ძნელად მახსოვს
მიხეილ სარჯველაძე - ქვეყნის დამოუკიდებლობის პირობებში ასეთი მშვიდი და თანაბარ პირობებში წარმართული წინასაარჩევნო პერიოდი ძნელად მახსოვს

ქვეყნის დამოუკიდებლობის პირობებში ასეთი მშვიდი და თანაბარ პირობებში წარმართული წინასაარჩევნო პერიოდი ძნელად მახსოვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, როგორც ჩანს, ეს არის მიზეზი, რის გამოც ძალზედ შეწუხებულია ოპოზიცია და ბოლო პერიოდში, მათ პროვოკაციები დაიწყეს, რაც სამწუხაროა.

„ამას პოლიტიკური სპექტრი წინ უნდა აღუდგეს, რადგან ეს ქვეყანას არ სჭირდება. არ შეიძლება, ზოგადად საუბარი. უნდა ვისაუბროთ ინციდენტებზე, მაგრამ იმის მცდელობას არანაირი პერსპექტივა აქვს, რომ რუსთავის ან დმანისის ინციდენტი აქციონ ტენდენციის გამოსახატად, ეს არ არის სწორი“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.