მიხეილ სარჯველაძე - ქცევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ირაკლი ჩავლეიშვილის მიმართ, არაფერი კავშირი აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან და ლეგიტიმურ უფლებასთან
მიხეილ სარჯველაძე - ქცევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ირაკლი ჩავლეიშვილის მიმართ, არაფერი კავშირი აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან და ლეგიტიმურ უფლებასთან

გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის, რაც გუშინ ვიხილეთ, ქცევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა, საერთოდ არაფერი კავშირი აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან და ლეგიტიმურ უფლებასთან, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მიმართ გუშინ განხორციელებულ შეურაცხყოფას.

„ეს არის მართლსაწინააღმდეგო ქცევა და ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან მცდელობაა, რომ შეინიღბოს გამოხატვის თავისუფლების ფორმით. ეს არ არის სწორი, ეს არის მართლსაწინააღმდეგო ქცევა, რომელსაც სჭირდება სამართლებრივი რეაგირება და სამართლებრივი შეფასება. არც ერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის მხრიდან მსგავსი მიდგომა არ უნდა იქნას დაშვებულიც კი, როდესაც მართლსაწინააღმდეგო ქმედება აიხსნას გამოხატვის თავისუფლებით ან ნებისმიერი ლეგიტიმური სხვა უფლებით. არავითარი საშუალება არ მიეცემა არავის, რომ დაშვებული იქნას მსგავსი პრეცედენტები ჩვენს საზოგადოებაში“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეებმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.

დატოვე კომენტარი