მიხეილ სარჯველაძე - პროცესებში რადიკალური ოპოზიციის მონაწილეობა ან არმონაწილეობა დაახლოებით იგივე მოცემულობაა, როგორც ამქვეყნად თათქარიძის მოსვლა-არმოსვლა
მიხეილ სარჯველაძე - პროცესებში რადიკალური ოპოზიციის მონაწილეობა ან არმონაწილეობა დაახლოებით იგივე მოცემულობაა, როგორც ამქვეყნად თათქარიძის მოსვლა-არმოსვლა

საზოგადოებას ეუბნებიან, თითქოს კონსტრუქციულები არიან და 12 პუნქტის შესრულებაზე ზრუნავენ, ეს პრობლემაა, რადგან რამდენად გულწრფელი და კეთილსინდისიერი არიან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტთან დაკავშირებით განუცხადა.

სარჯველაძის თქმით, ოპოზიციის ნაწილი საზოგადოებას ატყუებს.

„საზოგადოებას ეუბნებიან, თითქოს კონსტრუქციულები არიან და 12 პუნქტის შესრულებაზე ზრუნავენ, ეს პრობლემაა, რადგან რამდენად გულწრფელი და კეთილსინდისიერი არიან? ამბობენ, რომ თითქოს გულწრფელად დაინტერესებული არიან, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მიღება შეძლოს, მაგრამ რეალურად აშკარად ჩანს, რომ საზოგადოებას ატყუებენ, რადგან ამ პროცესისთვის ხელის შეშლის გარდა, სხვა ამოცანა არ ამოძრავებთ. პროცესებში მათი მონაწილეობა ან არმონაწილეობა დაახლოებით იგივე მოცემულობაა, როგორც ამქვეყნად თათქარიძის მოსვლა-არმოსვლა. რისთვის მოდიან ან რისთვის მიდიან უკან, სრულიად გაუგებარია. უნდათ, რომ კონსტრუქციულებად ჩანდნენ, მაგრამ არაკონსტრუქციულები არიან და ამას საზოგადოება კარგად ხედავს, რადგან ერთ-ერთ აქციაზე გიორგი ვაშაძეს რა პასუხიც გასცეს, ეს ამის დადასტურება იყო“, – განაცხადა სარჯველაძემ.