მიხეილ სარჯველაძე - პოლიტიკაში კეზერაშვილის მონაწილეობა იმდენად ტოქსიკურია, რომ მასთან აფილირება ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ყველა პოლიტიკოსისთვის, ვინც ცდილობს, მის ორბიტაზე იტრიალოს
მიხეილ სარჯველაძე - პოლიტიკაში კეზერაშვილის მონაწილეობა იმდენად ტოქსიკურია, რომ მასთან აფილირება ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ყველა პოლიტიკოსისთვის, ვინც ცდილობს, მის ორბიტაზე იტრიალოს

პოლიტიკაში კეზერაშვილის მონაწილეობა იმდენად ტოქსიკური ხასიათისაა, რომ მასთან აფილირება დიდი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს იმ პოლიტიკოსისთვის, ვინც ცდილობს, მის ორბიტაზე იტრიალოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, კეზერაშვილს ოპოზიცია სჭირდება, რათა საქართველოში ის უფლებამოსილებები დაიბრუნოს, რომელიც ჰქონდა და შესაძლებლობას აძლევდა, ის გამხდარიყო, ვინც გახდა.

„ბევრი დროის დაკარგვა არ ღირს იმაზე, ქართულ პოლიტიკაში დავით კეზერაშვილის ფაქტორი მთავარია თუ ერთ-ერთი მთავარია. ვფიქრობ, სამწუხაროდ, სულ მცირე, ერთ-ერთი მთავარია ფინანსური რესურსების გათვალისწინებით. პოლიტიკაში კეზერაშვილის მონაწილეობა იმდენად ტოქსიკური ხასიათისაა, რომ მასთან აფილირება დიდი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს იმ პოლიტიკოსებისთვის, ვინც ცდილობენ, მის ორბიტაზე იტრიალონ. მესმის, რომ ფინანსურ და მედიასაშუალებებზე ხელმისაწვდომობის გამო პოლიტიკოსისთვის დიდი იყოს საცდური, რომ კეზერაშვილთან ითანამშრომლოს, მაგრამ პოლიტიკური და კეთილსინდისიერების თვალსაზრისით საზოგადოების თვალში იმდენად დიდი რისკის მატარებელი შეიძლება იყოს, რომ პოლიტიკოსებიდან მასთან თანამშრომლობას არავის ვურჩევდი. საცდურია – ფინანსებიც და მედიარესურსებიც. კეზერაშვილს ოპოზიცია სჭირდება, რათა საქართველოში ის უფლებამოსილებები დაიბრუნოს, რომელიც ჰქონდა და შესაძლებლობას აძლევდა, ის გამხდარიყო, ვინც გახდა. კეზერაშვილს საქართველოში საქმიანობა ამხელა კაპიტალით არ დაუწყია. ის ასეთი პოლიტიკაში ყოფნის შემდეგ გახდა და არაერთი ბრალდებაა, რაც ადასტურებს, თუ რა მეთოდებით არის კაპიტალი დაგროვებული. ევროპაში განვითარებულ მოვლენებზე აღარ ვისაუბრებ“, – განაცხადა სარჯველაძემ.