მიხეილ სარჯველაძე - პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, სადაც პირდაპირ ეთერში ხელწერილის ფორმით ხდება წევრის გარიცხვა და თამაშდება კომიკური სცენები, ყველასთვის ნათელია, რომ აღარ არსებობს
მიხეილ სარჯველაძე - პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, სადაც პირდაპირ ეთერში ხელწერილის ფორმით ხდება წევრის გარიცხვა და თამაშდება კომიკური სცენები, ყველასთვის ნათელია, რომ აღარ არსებობს

პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ უკვე მნიშვნელობაც აღარ აქვს, ფორმალური გადაწყვეტილებები როგორია, გაირიცხა თუ არა ნიკა მელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პარტიის ფორმალურ და არაფორმალურ წევრობას არავითარი აზრი აღარ გააჩნია.

„პარტია, სადაც პირდაპირ ეთერში ხდება ხელწერილის ფორმით პარტიის წევრის გარიცხვა და თამაშდება კომიკური სცენები, ყველასთვის ნათელია, რომ აღარ არსებობს. ეს არ არის ადამიანთა ერთიანობა, ეს არის ყოფილი „ნაციონალური მოძრაობა“ და პოლიტიკური ნანგრევები. ამ ნანგრევებიდან სამშენებლო მასალას ვინ რაში გამოიყენებს, ეს მათი ნებაა, მაგრამ პოლიტიკური ერთეული აღარ არსებობს და, მგონი, პარტიაშიც აღარ აქვთ განცდა, რომ პარტიის წევრები არიან. აღქმაა, რომ ახალი ფორმები უნდა მოძებნონ, თუ პოლიტიკაში დარჩენას აპირებენ“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.