მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციური პარტიები განწყობილი არიან, 3 ოქტომბერს განცხადება გააკეთონ არჩევნების გაყალბებაზე, მიუხედავად იმისა, ექნებათ თუ არა საფუძვლები
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციური პარტიები განწყობილი არიან, 3 ოქტომბერს განცხადება გააკეთონ არჩევნების გაყალბებაზე, მიუხედავად იმისა, ექნებათ თუ არა საფუძვლები

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები განწყობილი არიან, რათა 3 ოქტომბერს განცხადება გააკეთონ თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებაზე, მიუხედავად იმისა, ექნებათ თუ არა ამის საფუძვლები.

როგორც ჟურნალისტებს სარჯველაძემ განუცხადა, ოპოზიცია არ აქტიურობს, რომ წინასაარჩევნო კამპანიას არ აწარმოებს, რათა საზოგადოებას ელაპარაკოს და მომხრეების რაოდენობა გაზარდოს, მათი მხრიდან პირიქით პასიურობაა.

სარჯველაძის თქმით, არანორმალური მობილიზებაა საიმისოდ, რომ წინასწარ შექმნან წინასწარი განწყობა და შთაბეჭდილება არჩევნების დროს დარღვევებთან დაკავშირებით, რაც რეალურად არ არსებობს.

„ამ ყველაფრის გაანალიზება ნათელ დასკვნას იძლევა, რომ რეალურად, ეს ხალხი განწყობილია იმისთვის, რომ 3 ოქტომბერს განცხადება გააკეთონ არჩევნების გაყალბებაზე მიუხედავად იმისა, ექნებათ თუ არა საფუძვლები. ეს იმისთვის, რომ დაახლოებით იგივე სცენარი გაამეორონ, რაც გასულ წელს წარუმატებლად განახორციელეს. ობიექტურად გეტყვით, რომ არავითარი წინაპირობა არ არსებობს ვარაუდისთვის, რომ „ქართული ოცნება” განწყობილია არჩევნების გაყალბებისთვის. შვიდი არჩევნების განმავლობაში აბსოლუტურად მცდარი შთაბეჭდილების შექმნას ცდილობდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა, რისი მტკიცებულებაც არ წარმოუდგენიათ. შესაბამისად, დასკვნის გაკეთება რთული არ იქნება, რომ ეს ტყუილია”, – განაცხადა სარჯველაძემ.