მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს პოლიტიკაში ადგილის ძიების გაუთავებელი მცდელობები ახასიათებთ, ყველა კარგად ხვდება, რომ ახალ სახეებზე საუბარი ფარსია
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს პოლიტიკაში ადგილის ძიების გაუთავებელი მცდელობები ახასიათებთ, ყველა კარგად ხვდება, რომ ახალ სახეებზე საუბარი ფარსია

ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს პოლიტიკაში ადგილის ძიების გაუთავებელი მცდელობები ახასიათებთ. ცდილობენ, რომ ის ბაზისი, რასაც ამომრჩეველი ყურადღებას უნდა აქცევდეს, ფიქტიური ინსტრუმენტებით ჩაანაცვლონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ხელისუფლებაში იმ პოლიტიკოსების მოშვება არ შეიძლება, რომლებმაც უახლოეს წარსულში ადამიანის უფლებები დაარღვიეს. ხვდებით, ვისზეა საუბარი, ორი ძველი პარტია უნდა დამთავრდეს, ალტერნატივა ვართ ჩვენ“.

„ყველა კარგად ხვდება, რომ ფარსია, როცა საუბარია ახალ სახეებზე, მაგრამ რეალურად შეთავაზებულია ძველი სახეები. მცდელობა იმისა, რომ რაღაც ფორმით ყურადღება მიიქციონ და ადგილი იპოვონ პოლიტიკაში, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში ვერ იპოვეს. ცდილობენ საკუთარ მოღვაწეობას რაღაც აქტუალობა შესძინონ“, – განაცხადა სარჯველაძემ.