მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციისგან ადგილი აქვს არა პრინციპული საკითხების დაყენებას, არამედ ულტიმატუმებს
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციისგან ადგილი აქვს არა პრინციპული საკითხების დაყენებას, არამედ ულტიმატუმებს

აბსოლუტურად ვერ დაგეთანხმებით, რომ ოპოზიციასთან შეთანხმების ვერ მიღწევის მიზეზი არის იმ მხარეს, რომელსაც ხელისუფლება წარმოადგენს, ეს არ არის სწორი. ამის მიზეზი არის არასათანადო განწყობის არსებობა ოპოზიციის ლიდერებს შორის, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„დანიელსონის საქართველოში ჩამობრძანდება და გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ კიდევ ვცადოთ მოლაპარაკება, რისი სრული მზადყოფნაც ხელისუფლებას ჰქონდა. ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს არა პრინციპული საკითხების დაყენებას, არამედ ულტიმატუმებს, რითაც ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან მოვიდნენ. მოლაპარაკება დასრულდა თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ამაზე თავად გააკეთეს განცხადება, რომ მათ მიერ დაყენებული საკითხები მიღმა არაფერზე მოლაპარაკებას აზრი არ ჰქონდა – იყო ულტიმატუმი, რომ თუ მათი ორი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, არანაირ ვარიაციას არ განიხილავდნენ. ის, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა თავად ხელისუფლების მხრიდან ნიშნავს იმას, რომ დეტალები უნდა მოვყვეთ, რაზეც ვერ ვისაუბრებთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.