მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის რიგებში ყველას ერთნაირი მზაობა არ აქვს, რომ მოლაპარაკებები შედეგიანად დასრულდება
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის რიგებში ყველას ერთნაირი მზაობა არ აქვს, რომ მოლაპარაკებები შედეგიანად დასრულდება

ოპოზიციის რიგებში ყველას ერთნაირი მზაობა არ აქვს, რომ მოლაპარაკებები შედეგიანად დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოვლენების დრამატული განვითარება მოსალოდნელი არ არის და საიმისოდ არ არსებობს წინაპირობები.

„იმედიანად ვართ განწყობილნი და ეს იმედი იმის მიხედვითაა, თუ ვისზე ვსაუბრობთ ოპოზიციის რიგებში. ყველას ერთნაირი მზაობა არ აქვს, რომ მოლაპარაკებები შედეგიანად დასრულდეს. თუმცა, არსებობს იმედის ქონის საფუძველი, რომ მოლაპარაკებები შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს. ალბათ, ეს არის მიზეზი, რის გამოც იმედიანად არიან განწყობილნი სავარაუდოდ ელჩებიც, პარტნიორები და გვესაუბრებიან იმასთან დაკავშირებით, რომ სასურველია, გადაიდგას ნაბიჯები მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულების მიმართულებით. მოვლენების დრამატული განვითარება მოსალოდნელი არ არის და საიმისოდ არ არსებობს წინაპირობები. შესაბამისად, მგონია, ის, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება, არ ნიშნავს, რომ რომელიმე მხარის მიმართ და მით უმეტეს, ხელისუფლების მიმართ ასეთი კატეგორიული ტონი არსებობდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.