მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის მხრიდან რადიკალურ განცხადებებს ვისმენთ, ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნაზე არგუმენტი არ არსებობს
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის მხრიდან რადიკალურ განცხადებებს ვისმენთ, ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნაზე არგუმენტი არ არსებობს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით ბევრი ფაქტორია, რომელიც განსაკუთრებულ შეფასებას და შემდეგ ამის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას საჭიროებს.

„სამწუხაროდ, ურთიერთსაპირისპირო განცხადებებს ვაწყდებით იმ ფონზე, როდესაც მოახლოვდა დრო, როცა პარლამენტმა უნდა იმსჯელოს იმ განცხადებებზე, რომლებიც ოპოზიციონერებმა წარადგინეს. ამ მრავალფეროვანი მოსაზრებების პირობებში, ეს საკმაოდ რთულად გადასაწყვეტი საკითხია. ბევრი ფაქტორი საჭიროებს განსაკუთრებით შეფასებას და ამის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძემ მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით პარტია „გირჩის“ დღევანდელი განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მათი ულტიმატუმი სწორად დაყენებული არ არის.

„არ მგონია, სწორი ულტიმატუმი და სწორად დაყენებული პირობა, შესაბამისად, ყურადღებას იმაზე გავამახვილებ, რომ ურთიერთსაპირისპირო და ხშირ შემთხვევაში, რადიკალური განცხადებებია, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან ვისმენთ. ამის მიზეზია ის, რომ არგუმენტი არ არის იმ ძირითად მოთხოვნაზე, რაც უკავშირრდებოდა გაყალბებული არჩევნების გამო ახალი არჩევნების ჩატარებას, რომელიც არ არსებობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.