მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის მხრიდან აშკარად ვხედავთ მცდელობას, ქვეყანაში საქმე გაფუჭდეს, რათა ამის გამო პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აჰკიდონ
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის მხრიდან აშკარად ვხედავთ მცდელობას, ქვეყანაში საქმე გაფუჭდეს, რათა ამის გამო პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აჰკიდონ

ოპოზიციის მხრიდან აშკარად ვხედავთ მცდელობას, რომ ქვეყანაში საქმე გაფუჭდეს, რათა ამის გამო პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აჰკიდონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიცია იბრძვის, რათა შეიქმნას პრობლემები, რაც მოქალაქეებზე უარყოფითად აისახება.

„მათი მხრიდან ასეთ „მოღვაწეობას“ ვადევნებთ თვალს. ხელისუფლებაში დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ მათ საკუთარ მიზანს ვერ მიაღწიონ, რომ ჩამოიშალოს რომელიმე სისტემა და გაუმართავი იყოს. ასეთ პირობებში გადაწყვეტილებების მიღება სწრაფად გვიწევს, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი სექტორის მდგრადობას, რათა ამან უარყოფითი შედეგი არ მოიტანოს მოქალაქეებისთვის. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიცია იბრძვის იმისთვის, რომ შეიქმნას პრობლემები, რაც მოქალაქეებზე უარყოფითად აისახება. ეს არ უნდა დარჩეს საზოგადოების ყურადღების მიღმა და ნახონ, ვინ საით ექაჩება საქართველოს“, – განაცხადა სარჯველაძემ.