მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის მხრიდან არ იყო სწორად გადადგმული ნაბიჯი, აქციები განაახლეს, მიუხედავად იმისა, რომ ამბობდნენ, თითქოს სურდათ მოლაპარაკება
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის მხრიდან არ იყო სწორად გადადგმული ნაბიჯი, აქციები განაახლეს, მიუხედავად იმისა, რომ ამბობდნენ, თითქოს სურდათ მოლაპარაკება

აქციების შეწყვეტასთან თუ შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დიალოგის უალტერნატივობასთან მიმართებაში კავშირი არ აქვს, ეს ცალკე საკითხია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მოლაპარაკება და ამ პროცესში ჩართვა უალტერნატივოა.

„მათი მხრიდან არ იყო თავდაპირველად სწორად გადადგმული ნაბიჯი, როცა აქციები განაახლეს მიუხედავად იმისა, ამბობდნენ, თითქოს, სურდათ მოლაპარაკება. ეს ყველაფერი არათანმიმდევრული იყო. საერთო ხედვის წერტილები უნდა ვიპოვოთ. მნიშვნელოვანი იქნება პოზიციების მოსმენა, რატომ უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და არა იმაზე მსჯელობა, აქციები გაიმართება თუ არა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.