მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის ინიციატივა, სავარაუდოდ, გულისხმობს დისტანციურ ხმის მიცემას, ეს არის გამოცდილება, რომელზეც ბევრმა ქვეყანამ შეგნებულად უარი თქვა
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის ინიციატივა, სავარაუდოდ, გულისხმობს დისტანციურ ხმის მიცემას, ეს არის გამოცდილება, რომელზეც ბევრმა ქვეყანამ შეგნებულად უარი თქვა

ოპოზიციის ინიციატივა, სავარაუდოდ, გულისხმობს დისტანციურ ხმის მიცემას, მგონია, რომ ეს რისკის შემცველი შეიძლება იყოს, ეს არის გამოცდილება, რომელზეც ბევრმა ქვეყანამ შეგნებულად უარი თქვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

კითხვაზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ემიგრანეტებს არჩევნებში ხმის მიცემა დისტანციურად უნდა შეეძლოთ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, დისტანციურ ხმის მიცემის საკითხზე დისკუსიის გაგრძელება არ ღირს.

„არ მგონია, ღირდეს ამ თემაზე შემდგომი დისკუსიის გაგრძელება. მერე არ აღმოჩნდეს, რომ გაცილებით უფრო მეტად პრობლემური და არასარწმუნოა ასეთი ინიციატივები თავად ოპოზიციისთვის, ვიდრე ახლა ცდილობენ, წარმოაჩინონ. ეს არის გამოცდილება, რომელზეც ბევრმა ქვეყანამ შეგნებულად უარი თვითონვე თქვა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ის, რისთვისაც გამიზნულია ელექტრონული დათვლის მეთოდი, რომელიც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობაშია მიღებული, ის ერთმნიშვნელოვნად, თეორიულად შეუძლებელია, ვერ გამორიცხავდეს მანიპულაციებს და უხერხულობებს, რომელიც შეიძლება, თანმდევი იყოს ადამიანური ფაქტორის გამოყენებით მონაცემების დათვლისას. ასეთი განცხადებები რეალურ რისკს ქმნის, რომ ოპოზიცია ასეთი განცხადებების სათავისოდ გამოყენებას არაკეთილსინდისიერად შეეცდება. ხვდებიან, რომ საზოგადოებაში კრიტიკულად მცირე მხარდაჭერა აქვთ და ასეთ ფონზე არჩევნებში მათი გარდაუვალი მარცხი შეიძლება, დაბრალდეს თითქოსდა გაყალბებას“, – განაცხადა სარჯველაძემ.