მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის დიდი ნაწილი, რომელიც საღად უყურებს პროცესს, უნდა შევიდეს პარლამენტში, საამისოდ საკმაოდ მომწიფებულია ვითარება
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის დიდი ნაწილი, რომელიც საღად უყურებს პროცესს, უნდა შევიდეს პარლამენტში, საამისოდ საკმაოდ მომწიფებულია ვითარება

საღი და სწორი აზრი იქნება ოპოზიციის მხრიდან, რომ ისინი ვიხილოთ პარლამენტში. ყველა წინაპირობა არსებობს, რომ გამოაშკარავდეს ის პრობლემები, რომლებიც შესაძლოა ხელს უშლიდა პოლიტიკურ პარტიებს, ცალკეულ პოლიტიკოსებს ამ გადაწყვეტილების მიღებაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

„შექმნილი ვითარების ანალიზზე, ამის თქმის შესაძლებლობა არის. მათ შორის ის, რომ ძირითად არგუმენტები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, სახეზე არ გვაქვს. ფორმალურადაც კი არ დარჩა არგუმენტი იმის გაცხადებისთვის ოპოზიციას, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, ეს ყოველმხრივ გამოირიციხა და დადასტურდა. მოლაპარაკებების ფორმატი,ზოგადად იძლევა იმის საშუალებას, რომ მხარეებმა ზოგადად შეიქმნან ერთმანეთის პოზიციების შესახებ სწორი შთაბეჭდილება და აქედან გამომდინარე მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები. კონკრეტული შეხვედრა იქნება ამის წინაპირობა, თუ გადაწყვეტილება სხვაგვარად იქნება მიღებული , ამის თაობაზე, ვფიქრობ, რომ საუბარი მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანი არის ის, რომ არსებობს წინაპირობები საიმისოდ, რომ შეთანხმება შედგეს. თუნდაც ის, რომ არგუმენტების საერთოდ არ არსებობის პირობებში, უბრალოდ ბოიკოტისთვის წინაპირობა არ რჩება და პირიქით, გაცილებით დიდია კატალიზატორი საიმისოდ, რომ ოპოზიციამ რეალურად შეასრულოს ფუნქცია და დაკვეთა, რომელიც საზოგადოებისგან მიიღეს. ჩემი აზრით, ამ პირობებში მათი გადაწყვეტილება არის პროგნოზირებადი. დიდი ნაწილი, რომელიც საღად უყურებს პროცესს და აქვს ჯანსაღი დამოკიდებულება პროცესთან დაკავშირებით, უნდა შევიდეს პარლამენეტში, საამისოდ საკმაოდ მომწიფებულია ვითარება და ოპტიმისტური განწყობა უნდა გვქონდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.