მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის დესტრუქციული გეგმის მხილების შემდეგ, თავად დაიწყეს საუბარი, რომ მზად არიან აქციებისთვის იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა მიზეზი
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის დესტრუქციული გეგმის მხილების შემდეგ, თავად დაიწყეს საუბარი, რომ მზად არიან აქციებისთვის იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა მიზეზი

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის დესტრუქციული გეგმის მხილება მოხდა, თავად დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ მზად არიან აქციებისთვის იმის მიუხედავად, ამის მიზეზები არსებობს თუ არა.

როგორც ჟურნალისტებს სარჯველაძემ განუცხადა, ოპოზიციის პასიურობის ფონზე და ბევრი სხვა ფაქტორის მხედველობაში მიღებით ვარაუდის გაკეთება შესაძლებელია, რომ ოპოზიცია სამზადისის პროცესშია არა თვითმმართველობის არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომ ნაბიჯებისთვის.

„არჩევნებში გამარჯვების პოტენციალი არ აქვთ და ასეთ ფონზე ხელისუფლების ხელში ჩაგდების ერთადერთ მოტივად მათი მხრიდან მხოლოდ არსებული სურათის რჩება. როცა ოპოზიციის ეს გეგმა მხილებულია, თავად დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ მზად არიან აქციებისთვის და გარკვეული დესტრუქციის შემოტანისთვის იმის მიუხედავად, ამის მიზეზები არსებობს თუ არა. ეს გაშიფრული დესტრუქციული გეგმის ავტორთა მხრიდან გარკვეული სვლაა, რომ იძულებული არიან, წინასწარ გამოაცხადონ ის მავნე გეგმები, რის განხორციელებასაც აპირებენ”, – განაცხადა სარჯველაძემ.