მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციას 43%-ის მიღმა სალაპარაკო თემა არ დარჩა, რათა ყურადღება მიიქციონ
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციას 43%-ის მიღმა სალაპარაკო თემა არ დარჩა, რათა ყურადღება მიიქციონ

43% რეალურად საშიშროებას კი არ ქმნის, არამედ ეს დათქმა პოლარიზაციის ხარისხის გაზრდისა და პროცესების არანორმალურ კალაპოტში წარმართვისთვის გამოიყენება, ამიტომ ეს არის პრობლემური და არასწორი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომელიც გამოახმაურა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს 43%-იანი ბარიერის შესახებ.

„თვითმმართველობის არჩევნებში 43% წითელი ხაზი არ არის, რადგან ამის კონსტიტუციური, ან ნებისმიერი სხვა სამართლებრივი ან პოლიტიკური საფუძველი მითხარით. როგორ, ან რატომ შეიძლება, ეს არჩევნები რეფერენდუმის ფუნქციით იყოს აღჭურვილი? პირდაპირ გეუბნებით, ეს არის ხელისუფლების მიტაცება. 43% რეალურად საშიშროებას კი არ ქმნის, არამედ ეს დათქმა პოლარიზაციის ხარისხის გაზრდისა და პროცესების არანორმალურ კალაპოტში წარმართვისთვის გამოიყენება. ამიტომ, ეს არის პრობლემური და არასწორი. 43%-ის მიღმა სალაპარაკო თემა არ დარჩათ, რათა ყურადღება მიიქციონ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.