მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია სპეკულაციებისა და სიმულაციების გზით ცდილობს, რეალობისგან განსხვავებული სურათი შექმნას
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია სპეკულაციებისა და სიმულაციების გზით ცდილობს, რეალობისგან განსხვავებული სურათი შექმნას

ოპოზიციონერი ლიდერები ქადაგებენ იმას, რაც იციან, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სიმართლე არ არის, სპეკულაციებისა და სიმულაციების გზით ცდილობენ, რეალობისგან განსხვავებული სურათი შექმნან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხს ოპოზიციის მხრიდან ხელის მოთბობის სურვილი ამძიმებს.

„ოპოზიცია ცდილობს, ემოციური მუხტის აწევით საწადელს მიაღწიოს. აქციების უფლება კონსტიტუციით გარანტირებულია. ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, იმის მიუხედავად აქციის მიზეზი მოგვწონს თუ არა, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება იმ ფარგლებს არ უნდა გასცდეს, რაც დემოკრატიულ, ცივილიზებულ სახელმწიფოებში აქვთ განსაზღვრული. მან მართლსაწინააღმდეგო ფორმა არ უნდა მიიღოს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

დატოვე კომენტარი