მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია ცდილობდა, წინასწარი განწყობა შეექმნა რეფერენდუმზე, რაც აბსოლუტურად წარუმატებელი აღმოჩნდა
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია ცდილობდა, წინასწარი განწყობა შეექმნა რეფერენდუმზე, რაც აბსოლუტურად წარუმატებელი აღმოჩნდა

ოპოზიცია ცდილობდა, თვითმმართველობის არჩევნებზე წინასწარი განწყობები შეექმნა რეფერენდუმზე, რაც აბსოლუტურად წარუმატებელი აღმოჩნდა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამის შემდეგ არჩევნებში მიღწეულ წარმატებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებები სრულიად გაუგებარია.

„ამის შემდეგ სრულიად გაუგებარია ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ამ არჩევნებში თითქოს მიღწეულ წარმატებაზე, რადგან სრულიად სხვა ამოცანებს სახავდნენ და სხვანაირად ესაუბრებოდნენ ამომრჩეველს. ყველამ კარგად დაინახა, რომ რეალურად, არავითარი წინაპირობა ისეთი აჟიოტაჟის ხელოვნურად გამომწვევი არ არის, რაც ჰქონდა ოპოზიციას და ეს მათთვის წარუმატებლად დასრულდა. ეს კარგია ქვეყნისთვის და გაგრძელდება სწორი პოლიტიკური პროცესი საქართველოში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.