მიხეილ სარჯველაძე - ნიკა მელიას გამარჯვების შანსი არ აქვს, პრაქტიკულად, გამორიცხული მგონია, თუნდაც ათპროცენტიანი ჩამორჩენის აღმოფხვრის შესაძლებლობა
მიხეილ სარჯველაძე - ნიკა მელიას გამარჯვების შანსი არ აქვს, პრაქტიკულად, გამორიცხული მგონია, თუნდაც ათპროცენტიანი ჩამორჩენის აღმოფხვრის შესაძლებლობა

კონკრეტულ ვითარებაში შესაძლებლობას ვერ დავუშვებ, რომ ნიკა მელიამ დედაქალაქის მერის არჩევნებში გაიმარჯვოს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ოპოზიციაში მყოფს გეგმა საერთოდ არ აქვს.

„მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში დარჩებიან, შეუძლიათ, იზრუნონ ჩრდილოვანი მოდელით მუშაობაზე, თუმცა ამ გეგმებთან მიმართებაში ცოტა სკეპტიკური ვიქნებოდი, იმის გათვალისწინებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ოპოზიციაში მყოფს გეგმა საერთოდ არ აქვს, რათა ქვეყნის საკეთილდღეოდ რაიმე გააკეთოს. ამის დასტურია თითქმის მათი ერთწლიანი საპარლამენტო გამოცდილება, რომლის განმავლობაშიც მათი მხრიდან მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესება და ამ თემებზე მუშაობა არ მინახავს. მათთვის ყოველთვის აქტუალურია ნებისმიერი სხვა, მათთვის მერკანტილურად საინტერესო საკითხები. ნიკა მელიას გამარჯვების შანსი არ აქვს, რაც არსებობდა პირველ ტურამდეც და რაც არსებობს პირველი ტურის შემდეგ. პრაქტიკულად, გამორიცხული მგონია, თუნდაც ათპროცენტიანი ჩამორჩენის აღმოფხვრის შესაძლებლობა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საზოგადოებას დღეს თბილისის ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტს წარუდგენენ.