მიხეილ სარჯველაძე - „ნაცმოძრაობა“ და მის ორბიტაზე მავალი პატარა პარტიები ვიდრე არ მიხვდებიან თავიანთი სერიოზული წარუმატებლობის მიზეზებს, მანამდე ამ ყველაფერს საჭადრაკო ენაზე „ცუნცვანგი“ ჰქვია
მიხეილ სარჯველაძე - „ნაცმოძრაობა“ და მის ორბიტაზე მავალი პატარა პარტიები ვიდრე არ მიხვდებიან თავიანთი სერიოზული წარუმატებლობის მიზეზებს, მანამდე ამ ყველაფერს საჭადრაკო ენაზე „ცუნცვანგი“ ჰქვია

„ნაცმოძრაობა“ და მის ორბიტაზე მავალი პატარა პარტიები ვიდრე არ მიხვდებიან თავიანთი სერიოზული წარუმატებლობის მიზეზებს, მანამდე ამ ყველაფერს საჭადრაკო ენაზე „ცუნცვანგი“ ჰქვია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოველი ახალი ნაბიჯი და ახალი სტრატეგია არის იძულებით ნაკარნახევი შეცდომა.

„ეს იმ ფონზე, როცა შეუძლებელია, მათი ტაქტიკა იყოს გამართული, რადგან საკუთარი შეცდომების რეალური აღქმაც კი არ აქვთ. მათი ყოველი ნაბიჯი ალოგიკურია, რადგან პარტიის გახლეჩვაც კი ბოლომდე ვერ მიიყვანეს, დღემდე ეს საკითხი მოუწესრიგებელი აქვთ. მათი მხრიდან პრემიერობის კანდიდატზე საუბარი ცოტა არასერიოზულია. თავად პარტიის შიგნით იმდენად დიდია ესკალაციის ხარისხი, რომ შიში აქვთ, რომელიმე დაჯგუფების კანდიდატმა რყევები არ გამოიწვიოს და შედადებით ნეიტრალურ კანდიდატურას ეძებენ. როგორც ჩანს, ამით არის გამოწვეული ვაშაძეზე ფსონის გაკეთება, თუმცა საბოლოო გათვლა ამაზე რომ არ გაკეთდება, ესეც ყველასთვის ნათელია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.