მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ საქმე წასულია, გარდაუვალი იყო პოლიტიკური ფიასკო, რასაც ახლა თვალს ვადევნებთ
მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ საქმე წასულია, გარდაუვალი იყო პოლიტიკური ფიასკო, რასაც ახლა თვალს ვადევნებთ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან მძიმე ვითარებაა.

სარჯველაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანებს ცოტა მეტი დრო სჭირდებათ მარცხთან შეგუებისთვის, ვიდრე შეიძლება, საღ პოლიტიკურ გუნდში.

„მერკანტილიზმი „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაცილებით მეტად განსაზღვრავს არჩევნების მაღალ ტემპერატურას, ვიდრე პოლიტიკური იდეალები ან ქვეყნის პატრიოტული პრეფერენციები. მეჩვენება, რომ, როგორც იტყვიან, „ნაციონალური მოძრაობის“ საქმე წასულია, შიგნით ძალიან მძიმე მოცემულობა აქვთ. ბევრი ხნის განმავლობაში უზარმაზარი შეცდომები, როცა მათი რეპუტაცია არ ბრწყინავდა და ისედაც ჰქონდათ სახელი გატეხილი — ამ ყველაფრის ფონზე, გარდაუვალი იყო პოლიტიკური ფიასკო, რასაც ახლა თვალს ვადევნებთ. უბრალოდ, ახლა პროცესები უფრო რთულად მიმდინარეობს და „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანებს ცოტა მეტი დრო სჭირდებათ, გაანალიზონ და შეეგუონ მარცხს, ვიდრე ეს შეიძლება, საღ პოლიტიკურ გუნდში იყოს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.