მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა შარლ მიშელის დოკუმენტზე ახლა არაფრად ღირს
მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა შარლ მიშელის დოკუმენტზე ახლა არაფრად ღირს

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერას ნულის ფასი აქვს, ეს ხელმოწერა ახლა აბსოლუტურად არაფრად ღირს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დოკუმენტზე ხელმოწერით დესტრუქციის გამწვავებისა და პოლარიზაციის შემოტანის მეტი რესურსი დაინახა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ დოკუმენტიდან გასვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების მართებულობა დადასტურდა.

„ამ ფაქტის ერთადერთი კარგი ღირებულება არის, რომ აჩვენებს მათი ღირებულებების სისტემას. საზოგადოება თანხმდებოდა და ამბობდა, რომ ამ დოკუმენტს საქართველოში პოლიტიკური პროცესების ნორმალურ კალაპოტში ჩაყენება შეეძლო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი მას მხარი არ დაუჭირა და მის სვლას ხელი შეუშალა. როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ დოკუმენტზე ხელმოწერით დესტრუქციის გამწვავებისა და პოლარიზაციის შემოტანის მეტი რესურსი დაინახა, ხელმოწერის გადაწყვეტილება შემდეგ მიიღო, რაც კარგი მაჩვენებელია, მათი დამოკიდებულება და ზრახვები როგორია. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რამდენად სწორია „ქართული ოცნების“ მიერ დოკუმენტიდან გასვლის თაობაზე გადაწყვეტილება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.