მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ როცა პროცესებისგან გარიყული აღმოჩდა, 19 აპრილის შეთანხმებაზე რიტორიკა საპირისპირო მიმართულებით შეცვალა, რაც მათი მხრიდან სწორი დამოკიდებულება არ არის
მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ როცა პროცესებისგან გარიყული აღმოჩდა, 19 აპრილის შეთანხმებაზე რიტორიკა საპირისპირო მიმართულებით შეცვალა, რაც მათი მხრიდან სწორი დამოკიდებულება არ არის

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ პროცესებისგან გარიყული აღმოჩდა, 19 აპრილის შეთანხმებაზე რიტორიკა საპირისპირო მიმართულებით შეცვალა, რაც მათი მხრიდან სწორი დამოკიდებულება არ არის.

როგორც ჟურნალისტებს სარჯველაძემ განუცხადა, საკითხი ისე არ უნდა განიხილონ, რომ 19 აპრილის ხელშეკრულებიდან „ქართული ოცნების“ გასვლის მიზეზი მაინც და მაინც 43 პროცენტია.

„ოპოზიციის ქმედებები კარგად უნდა გავაანალიზოთ. „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებას მხარს არ უჭერდა, ემიჯნებოდა და მის განხორციელებას ხელს უშლიდა. როცა პროცესებისგან გარიყული აღმოჩდნენ, რიტორიკა საპირისპირო მიმართულებით შეცვალეს, რაც მათი მხრიდან სწორი დამოკიდებულება არ არის. ვფიქრობ, საკმარისი არგუმენტები იყო წარმოდგენილი, რატომ მიიღო ხელისუფლებამ ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე გადაწყვეტილება. მთავარი მიზეზია ის ფუნქცია, რომელიც ვერ შეასრულა შეთანხმებამ და „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული ქმედებების გამო დოკუმენტი იქცა დესტრუქციის განმაპირობებელ ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად მათ ხელში. ჩვენს ქვეყანას დესტრუქცია ყველაზე ნაკლებად ახლა სჭირდება”, – განაცხადა სარჯველაძემ.