მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არც ისე ძლევამოსილია, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის პარტიაში მიმდინარე პროცესებს არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს
მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არც ისე ძლევამოსილია, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის პარტიაში მიმდინარე პროცესებს არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ არც ისეთი ძლევამოსილია, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის პარტიაში მიმდინარე პროცესებს არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს.

მისივე თქმით, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს ამ პარტიაზე ზედმეტი შეხედულება აქვთ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ან მის მომხრეებს შეიძლება, ზედმეტი შეხედულება აქვთ ამ პარტიაზე, როდესაც ისინი საუბრობენ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია ან უმნიშვნელოა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები. სინამდვილეში, არც ისე ძლევამოსილია დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ საიმისოდ, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს იქ მომდინარე პროცესებს – დესტრუქციული იქნება თუ კონსტრუქციული. „ნაციონალური მოძრაობა“ ქართულ პოლიტიკაში აღარ არის იმ დონის მოთამაშე, როდესაც იქ მიმდინარე პროცესებს რამე დიდი რყევის გამოწვევა შეეძლოს ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება დაპირისპირებას პარტიაში, რომელიც ბოლო დროს ასეთი მძიმე შეცდომებით ხასიათდებოდა, საკუთარი ამომრჩევლებისა და ზოგადად, მოსახლეობისთვის სხვა შესათავაზებელი არაფერი აქვს, გარდა დესტრუქციისა და საქმის ფუჭების, ასეთ დროს ბუნებრივია, მას რეიტინგის და რეპუტაციის თვალსაზრისით, დაღმასვლა ექნება. დაღმასვლის ფონზე ამ პოლიტიკურ დაჯგუფებაში აუცილებლად იარსებებს დაპირისპირებები და შეუთანხმებლობები. ასეთი შეუთანხმებლობების დამალვას შეიძლება, ვინმე ახერხებდეს, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს შეუძლებელი გახდება და სააშკარაოზე გამოვა.

რაც შეეხება კონკრეტულად კეზერაშვილის ფაქტორს, რას ნიშნავს ამ პარტიისთვის, ვინმესთვის და ალბათ „ნაციონალური მოძრაობის“ უდიდესი ნაწილისთვის, ეს დიდი ფაქტორია. დაწყებული იქიდან, როგორი გავლენებით სარგებლობდა კეზერაშვილი. არა მხოლოდ გავლენებით, არამედ მისი პოლიტიკური გავლენა როგორ კონვერტირდა მატერიალურ და ფინანსურ შესაძლებლობებში. ამის მომსწრეებიც ვყოფილვართ. ახლა რა როლი აქვს მას, იმ ფონზე, თუ რაოდენ დიდია იგივე მედიასაშუალებების გავლენა, ფინანსური მონაწილეობის როლი ამ პროცესებში, მათ შორის პოლიტიკურ პროცესებში. ეს გასაგებად ხსნის ამ ფიგურის მნიშვნელობას „ნაციონალური მოძრაობისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.