მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი კონფლიქტები მოსალოდნელი იყო, სწორად გამოითქვა ვარაუდები, რომ ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ აღსასრულია, პოლიტიკურ აგონიაში არიან
მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი კონფლიქტები მოსალოდნელი იყო, სწორად გამოითქვა ვარაუდები, რომ ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ აღსასრულია, პოლიტიკურ აგონიაში არიან

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირების გაგრძელება მოსალოდნელი იყო.

„ვამბობდით, რომ დაპირისპირება არ იქნებოდა იმ მძიმე მდგომარეობის დასასრული, რაც „ნაციონალურ მოძრაობაშია“ შექმნილი. ანგარიშსწორებისთვის ასე უგერგილოდ შერჩეული ფორმებიც კი ახალ კონფლიქტებს ბადებს და ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო. ეს ფაქტი იქნება დასაწყისი მომდევნო კონფლიქტის. ეს კონფლიქტიც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტად დაქუცმაცდება რესურსი, რაც ამ დრომდე პარტიას ჰქონდა. სწორად გამოითქვა ვარაუდები, რომ ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ აღსასრულია, პოლიტიკურ აგონიაში არიან“, – განუცხადა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, გუშინ პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.