მიხეილ სარჯველაძე - მოლაპარაკების პროცესი უნდა გაგრძელდეს, მოვუწოდებ ოპოზიციას, შეცვალოს დამოკიდებულება
მიხეილ სარჯველაძე - მოლაპარაკების პროცესი უნდა გაგრძელდეს, მოვუწოდებ ოპოზიციას, შეცვალოს დამოკიდებულება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მოლაპარაკების პროცესი უნდა გაგრძელდეს.

სარჯველაძე ოპოზიციას მოუწოდებს, მოლაპარაკებებთან მიმართებაში დამოკიდებულება შეცვალოს.

„ოპოზიციის მიმართ ჩემი მოწოდება იქნებოდა, რომ აუცილებლად შეიცვალოს მათი დამოკიდებულება, რათა შედეგიანი აღმოჩნდეს მოლაპარაკებების პროცესი, ვინაიდან ეს ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს განვითარებას. ეს არ არის ვინმესთვის კომფორტის შექმნის საკითხი, აქ საუბარია საქართველოში ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარებაზე, რაც ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვბელოვანია.

რაც შეეხება ფორმატს, როგორ წარიმართება მოლაპარაკებები, ნებისმიერი ფორმა ამ შემთხვევაში უნდა მიესადაგოს მოლაპარაკებების წარმატებულად წარმართვის შესაძლებლობებს. ამ თვალსაზრისით ფორმებზეც საფიქრალი გვექნება, მათ შორის ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან ერთად. ხელისუფლების მხრიდან უკვე გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები იმ მიმართულებით, რასაც მოლაპარაკებების პროცესში სადისკუსიო საკითხები ჰქვია. შესაბამისად, ვფიქრობ, ესეც დაავიწროვებს წრეს საკითხებისა, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება, გარკვეულ ეტაპზე განსხვავებული პოზიციები არსებობდა“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.