მიხეილ სარჯველაძე - მიმდინარე კვირის განმავლობაში და 3 ოქტომბრიდანაც პოლიტიკური ვანდალიზმის ფაქტები მოსალოდნელია
მიხეილ სარჯველაძე - მიმდინარე კვირის განმავლობაში და 3 ოქტომბრიდანაც პოლიტიკური ვანდალიზმის ფაქტები მოსალოდნელია

მიმდინარე კვირის განმავლობაში მოსალოდნელია ისევე, როგორც 3 ოქტომბრიდან პოლიტიკური ვანდალიზმის ფაქტები. პოლიტიკური ვანდალიზმის, რადგან ეს არის ხალხი, ვისაც შეუძლია თავს უფლება მისცეს, მოქმედი სამართლისა და პროცედურების დარღვევით რაღაცები აკეთონ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ქმედებები კანონსაწინააღმდეგო აქტებია.

„ეს არათუ მოსაწონი არ არის, არამედ კანონსაწინააღმდეგო აქტებია და ამას საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს, ასეთი სახის დემონსტრაციული ვანდალიზმის ფაქტებს. არ მგონია, რომ ამას რაღაც გასაქანი ექნება. ბუნებრივია, საზოგადოებას ასეთი ფაქტების მიმართ დიდი ანტიპატია აქვს. ეს ყველაფერი ყურადღების მიქცევის მცდელობაა არანორმალური და არასტანდარტული ქცევებით. ამ ხალხს სამართლიანი არჩევნების პირობებში არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, რომ ქვეყნის ხელისუფლება გახდნენ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ საბურთალოს საარჩევნო ოლქის 76-ე და 52-ე საარჩევნო უბანზე კანონდარღვევით შეიჭრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, რომელიც არაუფლებამოსილი პირია და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა საარჩევნო უბნის წევრებს იმ მიზეზით, თითქოს საარჩევნო უბნებზე მარკირების სითხე დიდი რაოდენობით, ვადების დარღვევით იყო შეტანილი.