მიხეილ სარჯველაძე - მნიშვნელოვანია, რომ უკვალოდ არ ჩაიაროს იმ ადამიანთა დაღვრილმა სისხლმა, რომლებმაც აგვისტოს ომის დროს გასწირეს საკუთარი სიცოცხლე საქართველოს ერთიანობისთვის
მიხეილ სარჯველაძე - მნიშვნელოვანია, რომ უკვალოდ არ ჩაიაროს იმ ადამიანთა დაღვრილმა სისხლმა, რომლებმაც აგვისტოს ომის დროს გასწირეს საკუთარი სიცოცხლე საქართველოს ერთიანობისთვის

სამწუხაროდ, ჩვენი სურვილები დეოკუპაციის მიმართულებით ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე რეალურად რეზულტატები გვაქვს. ამ მიმართულებით უნდა ვთქვათ, რომ შეუძლებელია, დღეს რაიმე მიღწეულით კმაყოფილი ვიყოთ, ეს მოცემულობა გვაქვს, ვიდრე არ არსებობს საქართველოში აღდგენილი ერთიანობა, დეოკუპაცია ვიდრე არ განხორციელდება, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკვალოდ არ ჩაიაროს იმ ადამიანთა დაღვრილმა სისხლმა, რომლებმაც აგვისტოს ომის დროს გასწირეს საკუთარი სიცოცხლე საქართველოს ერთიანობისთვის.

„უნდა ვთქვათ, რომ მიმართულება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს აღებული და ვფიქრობ, მთლიანად საქართველოს მოსახლეობა ერთიანია ამ დამოკიდებულებაში, არის სწორი, მართებული, რაციონალური და გამართლებული ყველა თვალსაზრისით. მათ შორის ამის შედეგია ის, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ცალსახად უმნიშვნელოვანესი საკითხები და დაადგინა თავისი გადაწყვეტილებაც, რომელიც ღრმად მწამს, იქნება ძალიან კარგი წინაპირობა იმისა, რომ დეოკუპაცია ძალიან მალე განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიებიდან. მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ერთიანი საქართველოს ხილვა, არამედ იმიტომ, რომ უკვალოდ არ ჩაიაროს იმ ადამიანთა დაღვრილმა სისხლმა, რომლებმაც აგვისტოს ომის დროს გასწირეს საკუთარი სიცოცხლე საქართველოს ერთიანობისთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.