მიხეილ სარჯველაძე - მეჩვენება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება პრეზიდენტისგან თავის მოსაწყლებისა და მსხვერპლის მანტიით შემოსვის მცდელობაა
მიხეილ სარჯველაძე - მეჩვენება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება პრეზიდენტისგან თავის მოსაწყლებისა და მსხვერპლის მანტიით შემოსვის მცდელობაა

მეჩვენება, რომ ეს განცხადებაც თავის მოსაწყლების და საკუთარი თავის მსხვერპლის მანტიით შემოსვის მცდელობაა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის ადმინსიტრაციის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „პრეზიდენტის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია დიპლომატიური კორპუსისა და სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები“.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, პარლამენტის სხდომა საჯარო იქნება და ყველას შესაძლებლობა ექნება, რომ პროცესებს დააკვირდეს.

„საზოგადოებამ ისე არ გაიგოს, თითქოს, ვინმეს რაიმე დასამალი აქვს. პრეზიდენტი ასეთ საკითხებზე საუბრისას ცოტა უფრო კორექტული უნდა იყოს, ცოტა მეტად წინდახედულიც. მას უნდა ახსოვდეს, რომ პრეზიდენტია და პარლამენტში მობრძანდება, რომელსაც თავისი წესები. მესმის, რომ კონსტიტუციაში წერია, სახელმწიფოს მეთაურიია, მაგრამ უნდა გაითავისოს, ეს სიმბოლური დატვირთვის მატარებელია და ყველაფრის განმკარვველი არ არის, ამიტომ პატივი უნდა სცეს პარლამენტს და მის წესებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში დღეს გაიმართება. საკითხის განხილვა 12:00 საათზე დაიწყება.