მიხეილ სარჯველაძე - მცდარი პოსტულატია, თითქოს ყველა ოპოზიციური პარტია და მათი ამომრჩეველი მეორე ტურში „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერს მხარს
მიხეილ სარჯველაძე - მცდარი პოსტულატია, თითქოს ყველა ოპოზიციური პარტია და მათი ამომრჩეველი მეორე ტურში „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერს მხარს

მცდარი პოსტულატია, თითქოს ყველა ოპოზიციური პარტია და მათი ამომრჩეველი მეორე ტურში „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერს მხარს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ის, თუ რა მსოფლმხედველობის ხალხი შეიძლება, იყოს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, საკმარისია იმისთვის ითქვას, რომ მაგალითად, გიორგი გახარიას ელექტორატი არჩევნების მეორე ტურზე აუცილებლად მივა და „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერს მხარს.

არ მგონია, ასევე იყოს განწყობილი „ლელოს“ ან ანა დოლიძის პარტიის ამომრჩეველი. გაცილებით მაღალია იმის ალბათობა, რომ ასეთმა ამომრჩეველმა ან „ქართულ ოცნებას“ მისცეს ხმა, ან დარჩეს სახლში, ვიდრე მექანიკურად „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა ბანაკში გადაინაცვლონ“, – განაცხადა სარჯველაძემ.