მიხეილ სარჯველაძე - მარტში გამჭვირვალობის შესახებ კანონზე აჟიოტაჟის რეალური მიზეზი არავის ჰქონია, ბოდიში უნდა მოიხადონ, ვინც საზოგადოებას არწმუნებდა, თითქოს დრამატული პროცესები ვითარდებოდა
მიხეილ სარჯველაძე - მარტში გამჭვირვალობის შესახებ კანონზე აჟიოტაჟის რეალური მიზეზი არავის ჰქონია, ბოდიში უნდა მოიხადონ, ვინც საზოგადოებას არწმუნებდა, თითქოს დრამატული პროცესები ვითარდებოდა

აშკარად გამოჩნდა, რომ მარტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით აჟიოტაჟის რეალური მიზეზი არავის ჰქონია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძეს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტში აგენტების გამჭვირვალობის კანონის წარდგენაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ შემოწმებას ითვალისწინებს.

„სამწუხაროდ, მარტში ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტთან დაკავშირებით არასწორი შთაბეჭდილებები შექმნეს, რადგან ყველა კარგად ხვდება, რომ იმ დროისთვის კანონპროექტი საქართველოსთვის მიუღებელი და შავი დღე თუ იყო, ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის იგივე შემთხვევა იმავენაირად არ უნდა ინათლებოდეს ან პირიქით. ევროკავშირისთვის მისაღები კანონპროექტი თუ არის, ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვისაც არ ყოფილა შავი დღე. აშკარად გამოჩნდა, რომ მარტში აჟიოტაჟის რეალური მიზეზი არავის ჰქონია. ბოდიში უნდა მოიხადონ მათ, ვინც თავის დროზე საზოგადოებას არწმუნებდნენ, თითქოს დრამატული პროცესები ვითარდებოდა საქართველოში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.