მიხეილ სარჯველაძე - მანდატების გაუქმებაზე ოპოზიციის ინიციატივები არის მიზანმიმართული სვლა, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეიქმნას გადაულახავი კრიზისი
მიხეილ სარჯველაძე - მანდატების გაუქმებაზე ოპოზიციის ინიციატივები არის მიზანმიმართული სვლა, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეიქმნას გადაულახავი კრიზისი

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით ინიციატივა არის მიზანმიმართული სვლა, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად შეიქმნას გადაულახავი კრიზისი.

„უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით ინიციატივები არის ძალიან აქტიური, მონდომებული და მიზანმიმართული სვლა, რომ საქართველოში რაც შეიძლება სწრაფად შეიქმნას გადაულახავი კრიზისი. ყველაფერი, რასაც ოპოზიცია აკეთებს, ამ წუთას ყველაზე ნაკლებად სჭირდება ჩვენს საზოგადოებას. ნებისმიერი ქმედების გაზომვის მთავარი ხაზი გაივლის იმაზე, რა არის ქვეყნისა და ხალხისთვის კონკრეტულ მომენტში მნიშვნელოვანი. ამაზე პროგნოზების გაკეთება, ვფიქრობ, მართებული არ იქნება. ამაზე ოპოზიციამ კიდევ ერთხელ რომ ააწყოს მსჯელობის ხუხულა, ეს ემოციებზე თამაში იქნება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციას ქვეყნისთვის სიკეთე არ სურს, ვიდრე თვითონ არ იქნება ხელისუფლებაში.

„ეცდებიან, ძალიან ბევრს ეცდებიან და რაღაცას მოუყრიან თავს და მერე იტყვიან, რომ ქვეყნის დაქცევის პირას ვართ მისული. ყველაფერს იზამენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლამდე ამ ქვეყანას სიკეთე არ ჰქონდეს. პირიქით, ვიდრე ხელისუფლებაში თვითონ არ არიან, რაც მეტი ბოროტება შეემთხვევა ამ ქვეყანას, მათთვის ეს არის ხელსაყრელი. ასეთი დამოკიდებულებით იბრძვიან.

ჯერ იყო ნათქვამი, რომ გაყალბდა არჩევნები. თურმე არ გაყალბდა და ამაში გავატარეთ რამდენიმე თვე. ახლა ამ არგუმენტის რაღაც სუროგატს ეძებენ, რომ რამენაირად ახსნან, რატომ არ შედიან პარლამენტში. აღარავინ არსებობს დედამიწის ზურგზე, ვინც გაიზიარებს ოპოზიციის ამ სუბიექტურ, არაგულწრფელ აღქმას“, – განაცხადა სარჯველაძემ.

დატოვე კომენტარი